aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს სთხოვს, მისი ყოფილი მეუღლის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი უსაფრთხოება დაიცვას.

მისი თქმით, სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ოქტომბერში კი ცხრათვიანი პატიმრობის ვადა იწურება, რის შემდეგაც მისი ყოფილი მეუღლე ციხიდან გამოვა. გოშხეთელიანი ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეში იქნება.

„9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მას ციხიდან გამოსვლა მოუწევს და შემდეგ რა ზეწოლები განხორციელდება ჩემზე და რა საფრთხის ქვეშ დადგება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე მე უკვე ამაზე აღარ ვიცი და შიშის ქვეშ ვარ. მოვითხოვ, რომ მაქსიმალურად ვადებში მოხდეს სასამართლო პროცესებს განხილვა და მისი დანაშაულის ან უდანაშაულობის დადგენა,“-განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.

ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ის პირველი ინსტანციის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას პატიმრობა შეეფარდა.

იტვირთბა....