aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბახტაძე: “ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ შეაფასებს.

“ჩვენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ მე მის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ შევაფასებ. რა თქმა უნდა, რუსეთი აგრესორია და მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია”, – განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია. მან არაერთხელ გაიმეორა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

მმართველი გუნდის განცხადებით, მათ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლებათ და ან დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, ან პროცესებში საერთოდ არ ჩაერევიან. გავრცელებული ინფორმაციით, ეს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია.

იტვირთბა....