aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“90%-ს შეიძლება სურვილი ჰქონდეს ფეხებით ჩამომკიდონ, მაგრამ მათ არ აქვთ ამის უფლება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უწმინდესის განცხადებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზიაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ეხმიანება. მისი თქმით, მას უფლება აქვს საჯაროდ გასცეს პატრიარქს პასუხი, თუ ის საჯაროდ შემოდის ისეთ თემებში, რომელიც უშუალოდ არ არის ეკლესიის საქმე.
“ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოს შენება გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს მე ფეხებით ჩამომკიდონ ხეზე და ისე მომკლან, მათ არ აქვთ ამის გაკეთების უფლება. ანუ, არსებობს რაღაც უფლებები, რომლებიც დაცულია, მიუხედავად იმის, თუ რას ფიქრობს უმრავლესობა. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ეს თქვა, რომ ადამიანის უფლება არის დაცული, ადამიანის თავისუფლების ნაწილი არის ის, რომ თუ ადამიანი თავის ქმედებით ზიანს არ აყენებს სხვას, სახელმწიფის უფლება არ აქვს ჩაერიოს და რაღაც ქმედება აუკრძალოს. ამ პრინციპზე დგას დასავლეთის ცივილიზაციაც. პატრიარქს და საპატრიარქოსაც შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და პოლიტიკით დაკავებულ ადამიანს, მაქვს უფლება, საჯაროდ გავცე მას პასუხი, თუ ის საჯაროდ შემოდის ისეთ თემებში, რომელიც უშუალოდ არ არის ეკლესიის საქმე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებაში მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების თემას შეეხო. მისი თქმით,”ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა“.

იტვირთბა....