ინდონეზიის მედიიც ცნობით, კუნძულ ლამბოკზე ცოტა ხნის წინ 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
გავცელებული ინფორმაციით ცუნამის საფრთხეც არსებობს.
მანამდე მიწისძვრა ინდონეზიის კუნძულ სიბერუტს დაატყდა თავს. გეოლოგიური სამსახურების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას აღწევდა. ეპიცენტრი კუნძულიდან 93 კილომეტრში, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.