aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფოთის მერი გოჩა კურდღელია ვითარებას ადგილზე ეცნობა და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება. მისი განმარტებით ფოთში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენს.

„ამ წუთებში ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვამ სატუმბი სადგურების მუშაობა შეაფერხა.

„ქალაქში უხვი ნალექი დაფიქსირდა. გაითიშა ელექტროენერგია, რამაც სატუმბი სადგურების გაჩერება გამოიწვია და დაიტბორა ქუჩები. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

შეგახსენებთ, რიმ ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

იტვირთბა....