ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი: “მარიხუანას დეკრიმინალიზაციით ხელისუფლებამ იმდენივე მხარდამჭერი დაკარგა, რამდენიც შეიძინა”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით არც მოიგო და არც წააგო.

“მე არ მგონია, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციას ვეძახით. ეს არ არის ლეგალიზაცია, ეს არის დეკრიმინალიზაცია და ისიც მხოლოდ მოხმარების ეტაპზე. მოხმარება არ ხდება წინა რგოლების გარეშე ანუ რეალიზაციის და შენახვის გარეშე.

თუ ვიღაცას ეს ძალიან უხარია, მე ვფიქრობ, რომ არასწორი ინტეპრეტაცია ეძლევა ყველაფერს. ხელისუფლებამ ამით გარკვეულ წრეებში საკკუთარი შესაძლებლობები გაზარდა, მაგრამ უფრო დიდ სეგმენტში მან დანაკარგები განიცადა. ნეგატივ-პოზიტივის შეფასება მე გამიჭირდება. მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ იმდენივე დაკარგა, რამდენიც შეიძინა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმაც გააუქმა.

იტვირთბა....