ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “მეორე ტურის შანს გააჩენს ზეპარტიული კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობა”

მეორე ტურის შანსს აჩენს ამ სამობილიზაციო რესურსის გადაქაჩვა სადღაც. გადაქაჩვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩნდებიან კანდიდატები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არსებულ დისკრედიტირებულ პოლიტიკურ ელიტას, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნების თემის კომენტირებისას განაცხადა.

“მეორე ტურის შანსს აჩენს ამ სამობილიზაციო რესურსის გადაქაჩვა სადღაც. გადაქაჩვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩნდებიან კანდიდატები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არსებულ დისკრედიტირებულ პოლიტიკურ ელიტას. ნაკლებად კომპტომიტირებული კანდიდატები არიან. ასეთი ზეპარტიული კანდიდატები, რაც ჩანდა არის მარგველაშვილი და ელისაშვილი. სწორედ მათ შეეძლოთ სამობილიზაციო რესურსის ნაწილის გადაქაჩვა. თუ მარგველაშვილი არ იღებს მონაწილეობს არჩევნებში, რჩება ელისაშვილი და ის მოახერხებს თუ არა მეორე ტურისთვის საკმარისი ამომრჩევლის თვის მხარეს წაყვანას, ამის თქმა დღეს ძნელია. ეს უკვე “ქართული ოცნებისა” და ელისაშვილი კამპანიაზე იქნება დამოკიდებული, ჯერჯერობით, ამ კიტხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. როგორც გუშნ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს – თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

იტვირთბა....