სატვირთოს ხრამში გადავარდნის შედეგად, მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელ გზაზე ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.