გერმანიის საფეხბურთო ნაკრების აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა მესუტ ოზილმა გერმანიის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვტილება მიიღო.
28 წლის ოზილი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ფოტო გადაიღო. წარმოშობით თურქი ოზილი ამის გამო გააკრიტიკეს.
“გული დამძმებული მაქვს. ყოველთვის სიამაყით ვატარებდი გერმანიის ნაკრების მაისურს, მაგრამ ახლა ასე არ არის. საფეხბურთო ჩინოვნიკები ჩემს სახელს უპატივცემულოდ ეპყრობიან, უპატივცცემულოდ ეპყრობიან ჩემს თურქულ წარმომავლობას და პოლიტიკურ პროპაგანდაში მითრევენ. ფეხბურთს ამისთვის არ ვთამაშობ”, – განაცხადა ოზილმა.
მესუტ ოზილი 2014 წელს გერმანიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.