საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. “სამფეროვნებმა” ფინალში ხორვატები 4:2 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ დაეუფლნენ მსოფლიო. ჩემპიონის ტიტულს.
ანგარიში ავტოგოლით მანჯუკიჩმა გახსნა, რასაც პერიშიჩის გოლი მოყვა. ფრანგები წინ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანტუან გრიზმანმა გაიყვანა. მეორე ტაიმში მბაპემ და პოგბამ ფრანგები 3 ბურთით დააწინაურეს. საბოლოო ანგარიში კი მარიო მანჯუკიჩმა დააფიქსირა, რომელმაც ლორისის შეცდომით ისარგებლა – 4:2