aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დატბორილი ონი – სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რაჭაში, სოფელ ღებთან, სადაც ადიდებულმა მდინარემ ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა, მძიმე ტექნიკა მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, ადგილზე გაჰყავთ დროებითი გზა, რომლის საშუალებითაც მძიმე ტექნიკა გადაადგილებას შეძლებს.

ძლიერი წვიმის მიუხედავად, რაჭაში ვარაუდობენ, რომ ტრანსპორტი ხიდზე გადასვლას უკვე დღის ბოლოს შეძლებს.

უხვი ნალექის გამო, ონის მუნიციპალიტეტში წაღებულია ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია მოსავალი.

“მოსახლეობა ნორმალურად არის, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეგ არის, რომ სტიქიამ დაუზიანათ სავარგულები, სახნავ-სათესები, რამდენიმე მოსახლის ეზო დაიტბორა. ყველაფერი მოგვარებულია დღესდღეისობით და მიმდინარეობს სამუშაოები,“ – განაცხადა ონის მერმა, ემზარ საბანაძემ.

იტვირთბა....