მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ფინალისტიც გაირკვა – ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა.
ანგარიში თამაშის დასაწყისში ინგლისელებმა გახსნეს, თავი ტრიპიერმა საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა.
მეორე ტაიმში ივან პერიშიჩმა გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
მეორე დამატებულ ტაიმში კი მარიო მანჯუკიჩმა ხორვატებს გამარჯვება მოუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:1.
ხორვატები 15 ივლისს ფინალში საფრანგეთს შეხვდებიან. იქამდ ეკი ინგლისი ბელგიას მესამე ადგილისთვის მატჩი გაეჯიბრება.