ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს ნატოს სამიტისგან

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე  მეგობარ ქვეყნებს, ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმ ფორმატისთვის გადაუხადა მადლობა, რომელზეც საქართველოს საკითხი ცალკე განიხილება.

მისი თქმით, საქართველოს ამ სამიტისგან მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს.

„მინდა გამოვეხმაურო ისტორიული მნიშვნელობის მქონე სამიტს ბრიუსელში. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობაში, როდესაც საქართველო ამ ფორმატებს ესწრება. ამავე დროს ამ ფორმატს დაესწრება ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა, ლიდერების დონეზე. ეს არის პირველი შემთხვევა და აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასევე პირველად, საქართველოს თემატიკა განიხილება ცალკე ფორმატში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანას მადლობა გადავუხადო, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა და ის გახდება ტრადიციული.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლოდინები ნატოს სამიტისგან. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ჯეროვნად შეაფასებენ იმ პროგრესს, რაც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სხვა ამბები

მურუსიძე – არის რაღაც ნერგი, რომელსაც შეუძლია ჯიშიანი და კარგი ნაყოფი მოიბას, თუ მებაღე კარგად მოუვლის

newsadmin

მურუსიძე – ყოველთვის ვმოქმედებდი კანონის შესაბამისად

newsadmin

ჩუგოშვილი – იმ მოსამართლეების ადგილზე რომ ვიყო, ვის მიმართ აგრესიაც იწვევს სასამართლოზე დარტყმებს, უპირობოდ გავიხდიდი მანტიას

newsadmin

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

newsadmin

თურქეთში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

newsadmin

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

newsadmin
იტვირთბა....