aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ბახტაძე: “თადუმაძემ დაამტკიცა, რომ არის პრინციპული ადამიანი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძის დასახელებას გამოეხმაურა.

“მე შემიძლია შეფასება მივცე შალვა თადუმაძის პიროვნულ თვისებებს, რომელიც დღეს ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირე. ის არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, რომელმაც თავისი პროფესიული საქმიანობით და არამხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციაში, დაამტკიცა, რომ არის ძალიან პრინციპული ადამიანი და კანონის ერთგული.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. არაერთხელ აღვნიშნე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე საჭიროა საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლის გაზრდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....