aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი ენმ-სა და “ევროპული საქართველოს” შეთანხმებაზე: “ადამიანებს საერთო დანაშაულზე მეტად არაფერი აერთიანებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” შეთანხმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათ ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ საერთო დანაშაული ადამიანებს ყველაზე ემტად აერთიანებს.

“ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ნამდვილად ვერ იტანენ, მაგრამ ეს არის სხვა განზომილება. ეს არის პირადი ურთიერთობები. საერთოდ ადამიანებს იმაზე მეტად არაფერი აერთიანებთ, ვიდრე საერთო დანაშაული. დანაშაული აცემენტებს ადამიანებს. ერთმანეთი რომც ეზიზღებოდეთ, ისინი მთელი ცხოვრება ერთად ყოფნისთვის არიან განწირულები. ეს არის კლასიკური შემთხვევა.

საზოგადოება როდესაც რეჟიმის დანაშაულზე საუბრობს, ეს ხომ არ იყო სააკაშვილის პირადი დანაშაული, ეს იყო რეჟიმის დანაშაული. ამ სისტემის ძირითადი აქტივი “ევროპულ საქართველოშია”. ეს დანაშაული “ევროპული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას შეუძლებელს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი არ უყვართ. ასე , რომ ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობასთან”, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამ ძირითად პუნქტზე შეთანხმდა. მისი თქმით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს პარტიები მხარს დაუჭერენ.
„ბრიუსელში, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, სადაც საუბარია 3 ძირითად პუნქტზე:

1 – მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);

2 – კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;

3 – არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები.

იტვირთბა....