aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატი დარეგისტრირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათვამი.

დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

ამასთან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; მარიამ ცაცანაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; გიორგი შაშიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; ლენა კაპანაძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

შალვა თადუმაძის კანდიდატურა ნინო გოგნიაშვილთან და ედიშერ ფუტკარაძესთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) წარადგინა, ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ერთობლივად წარუდგინეს თბილისის ღია უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და „განათლების აკადემიამ“, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი – „ევროპულმა საქართველომ“. საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ირაკლი შოთაძემ. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს მიიღო.

იტვირთბა....