aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უჯობესია, საგამოძიებო კომისიაზე არასრულწლოვნები ფსიქოლოგების ჩართულობით გამოიკითხონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასრულწლოვნები ფსიქოლოგების დახმარებით გამოიკითხონ.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არასრულწლოვნების  გამოკითხვა სპეციფიური საკითხია და კომისიის წევრებმა ფსიქოლოგებთან ტრენინგი უკვე გაიარეს.

„მოკლე ტრეინინგი საკმარისი არ არის და სჯობს, გამოკითხვა ფსიქოლოგმა ჩაატაროს, ჩვენ კი, ამ პროცესს მეორე ოთახში, პირდაპირ ეთერში მივადევნებთ თვალს და დამატებით კითხვებს დასვამთ. თუ აღმოჩნდა, რომ პირდაპირი დაკითხვა მაინც საჭირო იქნება, ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ზურაბიშვილის თქმით, ინფორმაციისთვის დეტალების დამატება ჩვენების შეცვლას არ ნიშნავს და დასჯადი არ არის. ასევე, ზურაბიშვილის მიიჩნევს, რომ არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ ჩვენების შეცვლა ცუდია, რის გამოც არასრულწლოვნები გაჩუმებული არიან.

„ეს ყველაფერი ფსიქოლოგმა კარგად უნდა აუხსნას არასრულწლოვანს და იმედი გვაქვს, რომ ამით იმ დამატებით ინფორმაციას მივიღებთ, რაც გვჭირდება. შოკის შემდეგ, რამდენიმე კვირაში დეტალების გახსენება შესაძლებელი ხდება, რაც ჩვენების შეცვლა არ არის. ფსიქოლოგმა აგვიხსნა, რომ პირველ დღეებში ბავშვები შოკის მდგომარეობაში არიან, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება და შეიძლება რაც დაინახეს, არ ახსოვდეთ ან სხვანაირად ახსოვდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს შეისწავლის, უკვე გამოკითხა დაზარალებული ოჯახის წევრები, ასევე შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები, გამომძიებლები და იგეგმება საქმეში მონაწილე არასრულწლოვნების დაკითხვაც.

იტვირთბა....