aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში რონალდუ ყოველწლიურად 30 მილიონ ევროს მიიღებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

TheSun -ის ინფორმაციით ტურინის „იუვენტუსი“  კრიშტიანო რონალდუს სუპერ წინადადებით მიმართავსწერს.

33 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში ყოველწლიურად ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს მიიღებს და მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

როგორც ესპანური ვებგვერდი “მარკა” იუწყება, კრიშტიანოს ძალიან სურს “იუვენტუსში” გადასვლა და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება.

რონალდოს “რეალთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 438 შეხვედრაში მის ანგარიშზე 450 გოლია.

მაისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟორჟე მენდეში მოლაპარაკებებს კლუბ “პარი-სენ-ჟერმენმთან” აწარმოებდა. პსჟ-მ რონალდუს 45 მილიონი ევრო შესთავაზა.

ამ ცნობის გავრცელებიდან მალევე, რონალდუმ მადრიდის „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა. იმ შემთხვევაში, თუ მას ხელფასს ოთხჯერ არ გაუზრდიან და ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს არ აიღებს, გუნდს დატოვებს და კარიერას სხვაგან გააგრძელებს.

რეიტინგის თანახმად, რომელშიც 100 ყველაზე მარალანაზღაურებადი სპორტსმენია, კრიშტიანუ რონალდუ ყოველწლიურად 108 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. აქედან $61 მილიონი ყოველთვიური ანაზღაურებიდან, ხოლო $47 მილიონი დანამატის სახით მიღებული თანხაა.

იტვირთბა....