aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

დიდი ბრიტანეთის 40 სკოლაში გოგონებს კაბის ტარება ტრანსგენდერების უფლებების დაცვის ფარგლებში აეკრძალათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთის 40 სკოლაში, ტრანსგენდერების უფლებების დაცვის ფარგლებში, გოგონებს კაბის ტარება აეკრძალათ.

სკოლების ადმინისტრაციების განცხადებით, აღნიშნული ზომა იმ მოსწავლეებს დაეხმარებათ სქესის განსაზღვრაში, ვინც ჯერ თავის თავს არც ერთ სქესს არ მიაკუთვნებს.

როგორც გამოცემა იუწყება, პირველი სკოლა, სადაც გოგონებს კაბის ტარება აეკრძალათ, აღმოსავლეთ სასექსში, ქალაქ ლიუისში იყო, სადაც გასული წლის სექტემბრიდან ყველა გოგონა ვალდებულია სასწავლო დაწესებულებაში შარვლით იაროს.

„სკოლაში ფორმის შეცვლის მიზეზი თანასწორობასა და თავაზიანობას უკავშირდება. ახლა ჩვენი ყველა მოსწავლე ერთნაირი ფორმით დადის. ეს გაცილებით კეთილგონიერი ნაბიჯია და ამცირებს უფლებების დარღვევას. ეს გენდერულად ნეიტრალური ფორმაა და ჩვენ დიდ ხანს ვფიქრობდით ამაზე“, – განაცხადა ქალაქ ლიუისში მდებარე სკოლის დირექტორმა, ტონი სმითმა.

Daily Mail ასევე აღნიშნავს, რომ რიგი სკოლების მოსწავლეების მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ სკოლების ადმინისტრაციას მათთან ეს ნაბიჯი არ შეუთანხმებიათ.

იტვირთბა....