aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში ხანძარს ორი წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა. ცეცხლი ყაჭიურების ორსართულიან სახლს გაუჩნდა, სადაც ორი ბავშვი იმყოფებოდა.

როგოც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის 188 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც  ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით გულისხმობს. რა გახდა ხანძრის გამოწვევის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, 2 წლის გოგონა ვერ გამოიყვანეს.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები.

იტვირთბა....