aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანა ნაცვლიშვილი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის შესახებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედი გვაქვს, რომ როგორც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“, ისე რეზოლუციებისა და კონგრესის მხარდამჭერი აქტის მიმართულებით ჯეროვანი მუშაობა იქნება გაწეული, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. მისი თქმით, თავისთავად, ეს სია მნიშვნელოვანია.

“ყველა ის საქმიანობა, რომელიც საქართველოს, როგორ ოკუპირებული ქვეყნის პრობლემატიკას გამოიტანს და შესაბამის ფასს გადაახდევინებს, არის მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო მოვლენა არის აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება, რომელსაც ახლა სჭირდება ძალიან აქტიური მუშაობის გაგრძელება საქართველოს მხრიდან, რათა ეს ინიციატივა იყოს ბოლომდე იყოს მიყვანილი. იმედი გვაქვს, რომ როგორც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“, ისე რეზოლუციებისა და მხარდამჭერი აქტის მიმართულებით, ჯეროვანი მუშაობა იქნება გაწეული, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....