aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ბახტაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს.

პრემიერმა მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

შეგახსენებთ, რომ  გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს ე.წ მესაზღვრის მიერ იქნა მოკლული.

იტვირთბა....