aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წილკანში პრემიერ-მინისტრი ტატუნაშილის ოჯახს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩავიდა, სადაც შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 2018 წლის თებერვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ ტატუნაშვილების ოჯახს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს დამნაშავეთა დასასჯელად.

27 ივნისს, პრემიერმინისტრი ზუგდიდში შეხვდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში 2016 წლის მაისში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებსაც და მთავრობის სახელით სრული თანადგომა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სანქციების ნაწილი, ანუ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნა იყო. რეზოლუციის თანახმად, სიაში უნდა შეეყვანათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.

26 ივნისს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ სიაში 33 ადამიანის შეყვანის შესახებ განაცხადა.

იტვირთბა....