წულაია: "ბავშვები შიმშილობენ და საკრებულოები ვირთან სექსს კრძალავენ - ამიტომ გავუგზავნე მათ მახათები" - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულაია: “ბავშვები შიმშილობენ და საკრებულოები ვირთან სექსს კრძალავენ – ამიტომ გავუგზავნე მათ მახათები”

ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გოგი წულაიამ ხაშურის, წყალტუბსა და ფოთის საკრებულოებს მახათები გაუგზავნა.

როგორც “მეტრონომს” წულაიამ განუცხადა, ეს საკრებულოების გადაწყვეტილებების შედეგად მიიღო.

“სხვადასხვა საკრებულომ მიყოლებით მიიღო სისულელე დადგენილებები. ზოგმა ჩაცუცქული დამარხვაო, ზოგმა 2-და 6-წლამდე ძაღლების სექსი აკრძალა, ზოგმა მეტროს რეგულაციები მიიღო და ა.შ. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა. ავდექი მეც და დაცინვის ფორმით ვუპასუხე. როდესაც გაერო გეუბნება, რომ ბავშვები შიმშლობენო და ამ ფონზე უნდა აიკრძალოს ვირთან სექსუალური კავშირი და ამაზე დადგენილებს იღებენ, არის სისულელე. არის, ქართული გამოთქმა – უსაქმური კაცი … მახათს იყრიდაო. იმ რაოდენობის არ არის, რამდენიც არიან მმუნიციპალიტეტებში საერთოდ, მაგრამ გამოხარშავენ და სტერილიზაციას გაუკეთებენ, ერთმანეთს ათხოვებენ, ეს არის და ეს”, – განაცხადა წულაიამ.

ამავე თემაზე
იტვირთბა....