aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

26 ივნისს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება საზეიმოდ დაიხურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, რომ 26 ივნისს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება საზეიმოდ დაიხურება. კახიშვილი იმედოვნებს, რომ #7 დაწესებულების მსგავსი საპატიმრო საქართველოში აღარასოდეს აღარ იარსებებს.

„26 ივნისს, წამების საერთაშორისო დღეს, ჩვენ, ალბათ, დავხურავთ ავადსახსენებელ მეშვიდე დაწესებულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დაწესებულება ასევე მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში და ჩვენ სახალხო დამცველთან ერთად, საზეიმოდ დავხურავთ ამ დაწესებულებას და იმედია, რომ ასეთი ტიპის დაწესებულება საქართველოში აღარასოდეს არ იქნება“, – განაცხადა კახიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე დაბალი რისკის დაწესებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისთვის #16 დაწესებულება პრაქტიკულად შევსებულია.

„როცა გავხსენით დაბალი რისკის #16 დაწესებულება, პირველ ეტაპზე ძლივს შევაგროვეთ 20 ადამიანი, რომ გადასულიყვნენ ამ დაწესებულებაში. იმდენად დიდი იყო კრიმინალური სუბკულტურის გავლენა, რომ ვერ ვპოულობდით ადამიანებს რომლებსაც გადავიყვანდით კარგ დაწესებულებაში, შრომის პირობის უფლებით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვავსებთ ამ დაწესებულებას“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

იტვირთბა....