aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახიშვილი: “სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს.

კახიშვილის ინფორმაციით, პატარა ციხეების მოდელის ფარგლებში უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც 500 კაციანი ციხეების აშენებას ითვალისწინებს.

„ჩვენ თქვენთან ერთად დავყავით დაწესებულებები რისკების შესაბამისად. მოვახდინეთ პატიმრების, მსჯავრდებულების რისკების შესაბამისად კლასიფიკაცია და მათი გადაყვანა ამა თუ იმ დაწესებულებაში, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ახლა უკვე გადავწყვიტეთ გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე. შემუშავდა და მზადაა პროექტი პატარა ციხის, რადგან სამართავად უფრო ეფექტურია. დაახლოებით ერთი და იგივე პროექტით ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას არაუმეტეს 500 კაციანი ციხეების“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე იმ სარგებელზეც ისაუბრა, რომელსაც მსჯავრდებული სასჯელის მოხდისას მიიღებს და სასჯელის ვადას შეიმცირებს. ამ მხრივ კახა კახიშვილის ინფორმაციით, უკვე მზადდება კანონპროექტი, რომლითაც ციხეში დასაქმებულ პატიმრებს, სასჯელის ვადა შესაბამისი ფორმულით შეუმცირდებათ.

„რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ადამიანს, რომელიც მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში, უწევს რამდენიმე წლით სასჯელის მოხდა? რა უნდა შესთავაზოს მას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ის არ დაინტერესდეს კრიმინალური სუბკულტურით და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებმა არ მოახდინონ მასზე ზეგავლენა? – ეს არის ბენეფიტები, რომელიც დაკავშირებული იქნება გათავისუფლებასთან. ამიტომ ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს მივცემთ დაინტერესებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდებათ საპატიმრო დღეები და შემცირებული ვადების შესაბამისადაც შეეხებათ ის ბენეფიტები, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით – პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და ა.შ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური ნაბიჯი და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმიანობაში“, – განაცხადა კახიშვილმა.

იტვირთბა....