aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა სარალიძე: “გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას. მე როდესაც შევხვდი გიორგი კვირიკაშვილს, ვერ დავინახე, რომ მან ამ საქმის შესახებ რამე იცოდა და დამალა. ვინც დამალა, მათ გადადგომას ვითხოვდი. რატომ იკავებენ პოსტს, ძალიან მიკვირს”, – განაცხადა სარალიძემ.

სარალიძის განცხადებით, ის შსს-ს არ ენდობა და საგამოძიებო უწყებებში საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ხედავს.

იტვირთბა....