aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

სარიშვილი: “უბინძურესი პროცესი დაიწყო – სუფთავდება გზა რუსეთის გზავნილი გახარიასთვის!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ეროვნულ – დემოკრატიული” პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა  სარიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას ეხმაურება.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილის გადაწყვეტილებით კვირიკაშვილი გადადგა რაც ავტომატურად იწვევს მთავრობის გადადგომას მაგრამ არიდებს პასუხისმგებლობას მინისტრთა კაბინეტის წევრებს!

საქართველოში უახლესი ისტორიის ერთ–ერთი უბინძურესი პროცესი დაიწყო – სუფთავდება გზა რუსეთის გზავნილი გახარიასთვის! ამ ეტაპისთვის გახარია შესაძლოა არც გახდეს პრემიერ–მინისტრი მაგრამ მან აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს არსებული პოზიცია. იგივე ითქმის წულუკიანზეც. ეხლა ეს მხოლოდ დეტალებია. მთავარია რომ დამნაშავე ჩინოვნიკები დღეს პრემიერის გადადგომას ამოეფარნენ!

აი ეხლა, სწორედ ეხლა როგორც არადროს ისეა აუცილებელი დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ორგანიზაციათა ერთიანობა რომ ეს ყველაზე ვერაგული გეგმა, რომელიც პირდაპირ რუსეთისგან იმართება, ჩაიშალოს!
წერტილი”, – წერს სარიშვილი.

იტვირთბა....