პარლამენტში აქციაზე #ნუმომკლავ სიტყვით გამოვიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და იქ შეკრებილ ხალხს მიმართა.
“მოგესალმებით. მე და ზაზამ სიმწარე ვიგემეთ. ვცდილობთ, რომ ისე არ გამწარდეთ, როგორც ჩვენ გავმწარდით. გომელაური, გოგაშვილი, ის სპეცნაზელი და ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ ზაზას შვილის მკვლელებს. მადლობა, რომ გვერდით დაგვიდექით. ჩვენ პანკისელები, თქვენს ხელში, ქართველების ხელში გავიზარდეთ, ქისტები თქვენს გევრდით ვიდგებით ჭირსა და ლხინში, ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს, ეს მკვლელობა მაგიტომ მოხდა, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ამ სამშაბლოს შვილები ვართ. მე და ზაზა მივაღწევთ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს. მე ვერავინ გამაჩერებს. დიდი მადლობა ყველას, გვიგულეთ ქისტები თქვენს გვერდით, როგორც დები და ძმები”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.