aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“დაასახელოს წყარო”: დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ზაზა სარალიძეს თხოვნით მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ზაზა სარალიძეს მთავრობის წინაშე რეალური მოთხოვნების დაყენებას, გამოძიების ხელშესაწყობად კი წყაროს დასახელებას ურჩევს. მისი თქმით, 10 ივნისამდე დამნაშავეების დასჯის შესახებ სარალიძის ულტიმატუმის შესრულება არარეალურია.

“ზაზა სარალიძის მოთხოვნები უკეთესია შედეგზე ორიენტირებული იყოს. თუკი სარალიძემ იცის საქმის ვითარება, მას უნდა ჰყავდეს წყარო, ვისგანაც იცის და ამ ადამიანების თანამშრომლობა გამოძიებასთან იქნება გადამწყვეტი. ჩემი თხოვნა იქნება მის მიმართ, რომ ეს რეალური ვადა ნამდვილად არ არის. ბატონი სარალიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ნამდვილად შეუძლებელია ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რადგან თვითონ იქ არ ყოფილა, რამდენადაც ვიცი. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, დაასახელოს ის წყაროები, საიდანაც მას აქვს ინფორმაცია, თუ კიდევ ვინ მონაწილეობდა ამ ჩხუბში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოში დაიღუპა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე შეეფარდა.

ამის შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქციები. პრემიერი კვირიკაშვილი აქციაზე მივიდა, მაგრამ მას ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა პარლამენტის შენობა. მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ შვილმკვდარი მამები პრემიერს პირადად შეხვდნენ, სადაც დაითქვა დრო – 10 ივნისი, რომლის შემდეგაც, როგორც დანონსდა, თუკი ადეკვატური პასუხები გამოძიების მხრიდან არ იქნება, აქციები ისევ გაგრძელდება.

იტვირთბა....