aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი: “ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 352 ლარი და 50 თეთრია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხევდით, დღეისთვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ხუთსულიანი ოჯახისთვის 352.5 ლარს შეადგენს. ეს თვეში ერთ მაცხოვრებელზე 70.5 ლარია, ანუ დღეში 2.3 ლარი. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, სახელმწიფო ფიქრობს, რომ ამ თანხის მეშვეობით შესაძლებელია ოჯახის თითოეულ წევრს ჰონდეს დაბალანსებული კვება, ანუ მათ მიიღონ ყველა ის საჭირო მინერალები და ნუტრიენტები, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.

ემპირიული დაკვირვებით, ალბათ ყველას შეუძლია თქვას, რომ ის თვეში 70 ლარად და 50 თეთრად (352-ის ერთი მეხუთედი) სრულფასოვნად ვერ იცხოვრებდა. მაშინ საინტერესოა, რას ითვლის საქსტატი და რას წარმოადგენს სინამდვილეში საარსებო მინიმუმის ცნება.

საარსებო მინიმუმის კალკულაციას საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან:

ხორბლის პური – 250 გრამი
სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
ლობიო – 20 გრამი
ბრინჯი – 10 გრამი
წიწიბურა – 10 გრამი
ძროხის ხორცი – 40 გრამი
მაკარონი – 15 გრამი
ღორის ხორცი – 20 გრამი
რძე – 150 მილილიტრი
ხაჭო -15 გრამი
ყველი – 20 გრამი
ნადუღი – 5 გრამი
ბადრიჯანი -10 გრამი

იტვირთბა....