aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბაშიძე: “როდესაც უკრაინელების დიდი ნაწილი არ აღიარებს ავტოკეფალიას, ჩვენ რატომ უნდა ვაღიაროთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ავტოკეფალისთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ. სწორედ ამიტომ “მეტრონომი” თეოლოგ ლევან აბაშიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ პროცესებში ჯობია საქართველოს ეკლესიამ თავი შეიკავოს და დააკვირდეს რას იტყვიან დიდი ეკლესიები.

“საქართველოს საპატრიარქომ არ უნდა იჩქაროს. ვფიქრობ ასეც იქნება. ეს არის ძალიან საკამათო საკითხი და თავად უკრაინელებს არ აქვთ გადაწყვეტილი. რასაც ჩვენ ვეძახით მოსკოვის საპატრიარქოს, ის კანონიკურად მსოფლიო მართლმადიდებლობაშია და  ამ ეკლესიაში შედის უკრაინის ტერიტორიაც. ეს ეკლესია არაა მხოლოდ რუსეთის, ეს საერთო ეკლესიაა. ამიტომ თვითონ უკრაინელთა უმრავლესობა ამ ეკლესიის წევრია. ახლა რომც მოხდეს აღიარება და მსოფლიო ეკლესიამ, თითონ უკრაინელებიც კი არ იქნებიან ამაზე თანახმა.  ბევრი უკრაინელი დარჩება მოსკოვის საპატრიარქოში. ეს იქნება შიდა კონფლიქტი უკრაინისთვის, რადგან ნაწილი უკრაინეების არიან ე.წ. ავტოკეფალურ ეკლესიაში, რომელსაც არავინ არ ცნობს, მეორე უდიდესი ნაწილი კი, ვინც უფრო კანონმორჩილია, ისინი არიან მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიაში. რომც აღიარს მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ეს არ ნიშნავს რომ ყველანი იქით გადავლენ.

უკრაინის ტერიტორიაზე პარალელურად იმოქმედებს რუსული საპატრიარქოც და უკრაინულიც, რომლებიც ერთმანეთშ არ აღიარებენ. მაშინ როდესაც უკრაინელების დიდი ნაწილი არ აღიარებენ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩვენ რატომ უნდა ვაღიაროთ? ჩვენ რა უკრაინელებზე მეტი პატრიოტები ვართ თუ რა?

ჩვენ უნდა დავიცადოთ, სანამ ეს საკითხები გაირკვევა და ისე უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჯერ ვნახოთ სხვა დიდი ეკლესიები რას იზამენ და მერე უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ესეც მოიქცევა ჩევნი საპატრიარქო. მართალია ჩვენი “ურაპატრიოტები” მოუწოდებენ საპატრიარქოს, რომ აღიარონ და შესაბამისად კონფლიქტში შევიდნენ რუსეთის საპატრიარქოსთან, მაგრამ ჩემი აზრით ეს არაფერში გამოგვადგება.

ჩვენ შეგვიძილია, რომ დავიცადოთ მითუმეტეს რომ თითონ უკრაინელებს არ აქვთ გადაწყვეტილი. ასეთი ცალხრივი აღიარება თუ მოხდა დიდი დაპირისპირება იქნება თვითონ უკრაინაში. ჩემი აზრით უმჯობესია საქართველოს ეკლესიამ თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისგან”- განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას თეოლოგმა ლევან აბაშიძემ.

 

იტვირთბა....