ახალი ამბები მთავარი სამართალი

სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა

არასრულწლოვნების მკვლელბის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დღეს მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა. შეხვედრა სარალიძის სახლში დღეს დილით შედგა. კაპანძის თქმით, საქმეზე უფრო დეტალურად სასაუბროდ სარალიძე პარლამენტში ხვალ ადვოკატთან ერთად მივა.

„ზაზა სარალიძე თვითონ დააფიქსირებს პოზიციას კომისიასთან მიმართებაში და თქვენ თვითონ განსაჯეთ, აქვს თუ არა მას ნდობა. მასთან სახლში ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ძალიან ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხვალ ადვოკატთან ერთად მოვა”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სერგი კაპანაძემ.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე დღეს არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს შეხვდება.

შეგახსენებთ, პრემიერი შვილმოკლულ ოჯახებს შეხვდა, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს. ამ შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად დაპირებებისა და 10 ივნისამდე მიცემული ვადისა, აქციები მაინც გაგრძელდება.

ამ შეხვედრას წინ უსწრებდა საპროტესტო აქციები, სადაც შვილმკვდარი მშობლები არასწორი გამოძიების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. მათ შორის იყო ზაზა სალარიძე, რომლის შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლია. აქციების შედეგად კი საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადაგა. შეიქმნა საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის ძირითადი ნაწილი უმცირესობისგან არის დაკომპლექტებული.

იტვირთბა....