საქართველო-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს დღეს დილით მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 6 ივნისს, თბილისის დროით 07:58 საათზე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ.-ში 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ , 5 ივნისს, თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახლემწიფო საზღვრიდან 15 კმ_ში მოხდა 5.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც