aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მამუკა ბახტაძე: უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის შემთხვევაში, ფულადი სახსრების გადაცემა უნდა განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, გამართულ პრეზენტაციაზე, რომელიც ეხებოდა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს საბანკო-საფინანსო სფეროში, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი სიახლე. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის შემთხვევაში, ფულადი სახსრების გადაცემა უნდა განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

„იყო ე.წ შავი საკომისიოების შემთხვევები. მაგალითად, როდესაც ე.წ. მევახშე მსესხებელს სესხის სახით აძლევდა 80 ათასს, რეალურად კონტრაქტში აფიქსირებდა 100 ათასს. ანუ ხდებოდა საკომისიოს წინასწარ გადახდა ისე, რომ კონტრაქტში მითითებული იყო, როგორც კრედიტის თანხა. რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი და მომხმარებლების უფლებების პირდაპირი დარღვევა. ჩვენ რომ გამოვრიცხოთ მსგავსი საქმიანობა და გავხადოთ უფრო ტრანსპარენტული, ის ადამიანები ან ის იურიდიული პირები, რომლებიც მოექცევიან ახალ რეგულაციაში და ექნებათ უფლება განახორციელონ ასეთი ტრანზაქციები, ანგარიშსწორება უნდა განახორციელონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რათა გამოვრიცხოთ ასეთი დარღვევები,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....