aviabiletebi
ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

ბიძინა “ჭორვილსკი”, სააკაშვილი, მარიხუანა, მთვრალი გამგებელი – ბლიც-ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელისუფლების ცვლილება, სამგორის გამგებელი, ღამის კლუბები, – “მეტრონომმა” “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?

ლევან ხაბეიშვილი: ზოგადად, არ მიყვარს აკრძალვები. ალბათ, საბჭოთა სიმბოლიკას, რომელიც ისედაც აკრძალულია. საკანონმდებლო დონეზე გვაქვს ამის აკრძალვა, მაგრამ არ სრულდება. მეტი არ მაფიქრდება არაფერი.

მეტრონომი: ღამის კლუბებში თუ დადიხართ და ახლა მიმდინარე პროცესებზე რას იტყვით?

ხაბეიშვილი: სამწუხაროდ, დროიდან გამომდინარე, დიდად რომ გითხრა, რომ ღამის კლუბებში დავდივარ-თქო არა. არც “ბასიანზე” ვარ ნამყოფი, მისამართიც არ ვიცი სადაა. თუმცა, ჩემი სოლიდარობა იმ ახალგაზრდებს ვინც საპროტესტო აქციებს მართავენ.

მეტრონომი: მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რას ფიქრობთ და თავად თუ გაგისინჯავთ?

ხაბეიშვილი: აბსოლუტურად ვემხრობი დეკრიმინალიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა კი არა, სიგარეტიც არ მომიწევია და ნაფაზის დარტყმაც არ ვიცი. მთელი ბავშვობა ჯანსაღი წესით ვცხოვრობდი. ერთადერთი სიგარათი ვერთობი-ხოლმე, ბოლის გამოშვების მიზნით. დეკრიმინალიზაციას ვემხრობი. მე მარიხუანათი გაგიჟებული და მოჩხუბარი კაცი არ მინახავს და მგონი, სიმთვრალე უფრო საშიშია.

მეტრონომი: 17 მაისი ოჯახის სიწმინდის თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?

ხაბეიშვილი: ოჯახის სიწმინდის დღე ჩემთვის ყოველთვის არის და ამას კონკრეტული თარიღი არ ჭირდება. ჰომოფობიასთან ბრძლის დღეც ცხოვრების წესად მაქვს. ჰომოფობი არ ვარ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ყველას უფლება დაცული უნდა იყოს მიუხედავად რელიგიური მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. შესაბამისად, ჩემთვის 17 მაისს არაფერი განსაკუთრებული ხდება.

მეტრონომი: ოპოზიციიდან რომელ პოლიტიკოსს ისურვებდით თქვენს გუნდში?

ხაბეიშვილი: მე, მაგალითად, ირაკლი ფიფიას ძალიან ვაფასებ. კარგი ახალგაზრდა და ნიჭიერი ბიჭია.

მეტრონომი: დაგვიხასიათეთ ივანიშვილი ერთი წინადადებით..

ხაბეიშვილი: ბიძინა “ჭორვილსკი”.. ოლიგარქი, ფულის მეტი მაგ კაცზე არაფერი მახსენდება. ფულის ტომარა.

მეტრონომი: დაგვიხასიათეთ მიხეილ სააკაშვილი ერთი წინადადებით..

ხაბეიშვილი: მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკურ ამბავში, არის მოვლენა არა მხოლოდ ქართულ, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში..

მეტრონომი: “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი შეცდომა ხელისუფლებაში ყოფნის დროს…

ხაბეიშვილი: მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ბევრი არ იმუშავეს. კრიმინალის წინააღმდეგ წარმოებულმა აგრესიულმა პოლიტიკამ ხელი შეუშალა ლიბერალურ პოლიტიკას. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობა იყო ყველაზე დიდი შეცდომა. თავიდან დაიწყეს რეფორმა პროკურატურა პროკურატურას დაამსგავსეს, სასამართლო სასამართლოს, მაგრამ ბოლოს მარილი აღარ მოაყარეს. საჭირო იყო მეტი ლიბერალიზაცია.

მეტრონომი: ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი პოლიტიკოსი?

ხაბეიშვილი: თინა ბოკუჩავა..

მეტრონომი: რომელი პოლიტიკოსი აკლია ყველაზე მეტად ქართულ პოლიტიკას?

ხაბეიშვილი: საქართველოში აქტიურ პოლიტიკას აკლია მიხეილ სააკაშვილი, რადგან ის არ იმყოფება ქვეყანაში.

მეტრონომი: რა ასოციაციას იწვევს მარგველაშვილი?

ხაბეიშვილი: არაფრის.. უსაქმურობის ასოციაციას.

მეტრონომი: გვჭირდება თუ არა საზმაუ?

ხაბეიშვილი: საზოგადოდებრივ მაუწყებელს რომ 50 მილიონს ვუხდით, ეგ არ გვჭირდება არაფერში.

მეტრონომი: უნდა ვუხდიდეთ თუ არა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან 25 მილიონს?

ხაბეიშვილი: კარგი იქნება ამ მიამრთულებით სხვა ვარიანტებსაც თუ განვიხილავთ. არ შეიძლება, თანხა უკონტროლოდ იხარჯებოდეს. ის, რომ სახელმწიფო საპატრიარქოს რაღაც დოზით უნდა ეხმარებოდეს გასაგებია, მაგრამ ამ ფორმით, ალბათ, არ მივესალმები. უკვე ბიზნესს დაემსგავსა ეს თემა. ქრისტიანი მართმადიდებელი ვარ და არ მომწონს რაც საპატრიარქოში ხდება.

მეტრონომი: კალაძე თუ ნარმანია?

ხაბეიშვილი: არანაირი განსხვავება არაა, გარდა ვიზუალისა.

მეტრონომი: თვითმმართველობასთან დაკავშირებით უცებ რომელ ისტორიას გაიხსენებდით?

ხაბეიშვილი: სამგორის გამგებელზე მოგიყვებით. იანვრის დასაწყისი იყო და ეგ პერიოდი ბახუსით ხასიათდება. წინა გამგებელზე ვსაუბრობ, დათო კერესელიძეზე, ახლახანს გადააყენეს. მიუხედავად, იმისა, რომ ყველა ბახუსში ყო, მე არ ვისვენებდი და სამუშაო დღეებშ ჩვეულებრივად ვმუშაობდი. მომაკითხეს სამგორის მაცხოვრებლებმა, დაახლოებით 7 ქალბატონი იყო. მათ საახალწლოდ ქირა მოუხსნეს და დახმარება მთხოვეს. დავურეკე გამგებელს და ამ კაცმა არ აიღო. შემდეგ მივწერე, რომ ლევან ხაბეიშვილი გაწუხებთ-თქო. რამდენიმე წუთში მირეკავს და ნასვამი ხმით მეუბნება, – გამარჯობა, ბატონო ლევან, რაშია საქმე… მე ვუთხარი პრობლემის შესახებ და ხვალ მობრძანდი 12-ზეო, კარგი ნასვამი ხმა აქვს.

მივწერე ამ ხალხს, რომ ხვალ 12-ზე შევხვდბეი გამგებელს და ამბავსაც გავარკვევ-თქო. მივედით მეორე დღეს და გამგებელი ადგილზე არ დაგხვდა. მოვიკითხე გამგებლის მოადგილე და ქალბატონების პრობლემა მოვაგვარე და სიბრაზემაც გადამიარა. გამგებლის მოადგილესაც დავაფიცეთ ამ ქალბატონებთან, რომ პრობლემა მოუგვარდებოდათ. 2 საათში მირეკავს სამგორის გამგებელი ძალიან სერიოზული ხმით მეუბნება, ბატონო ლევან, მე ბატონი დავით კერესელიძე გაწუხებთ, გუშინ ჩემთან გირეკიათ და რა საკითხთან დაკავშირებით რეკავდითო. იმდენად ნასვამი იყო, რომ არც ახსოვდა ჩვენი ლაპარაკი.

მეტრონომი: საკრებულოში არსებული სიტუაცია რომ გვითხრათ..

ხაბეიშვილი: საკრებულოში არაფერი ხდება. იქ არიან ვიღაცის დანიშნული ტიპები, რომელთაც მხოლოდ ვიწრო მერკანტილური ინტერესები აქვთ. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს-ხოლმე. აქვთ ნოტარიუსის ფუნქცია და იმედია, ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც საკრებულო ნოტარიუსის ფუნქციას შეასრულებს.

მეტრონომი: მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ წელს შეიცვლება ხელისუფლება, როგორ აპირებთ ამას?

ხაბეიშვილი: ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ხალხმა მოიგოს. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ მართლა უნდა გავიმარჯვოთ, რომ ხალხი მოგებული დარჩეს. დღევანდელ ხელისუფლებას არც ქვეყნის მართვა, სიკეთის და არც დოვლათის შექმნა არ შეუძლია და ეს წლებმა აჩვენა. როგორც 2012 წელს ხალხმა თავის არჩევანი გააკეთა და ისევე გააკეთებს ახლა. იმიტომ, რომ დაინახეს მართალი და დაინახეს რეალობა. მგონია, რომ ქართველი ადამიანი თავისი ადამიანით ბრძენია.

იტვირთბა....