aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჰომოფობიური განცახადება გააკეთა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა შს მინისტრისთვის კითხვის დასასმელი დრო ჰომოფობიური განცხადების გასაკეთებლად გამოიყენა. დეპუტატმა, გეი პირთა მიმართ დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინი გამოიყენა.

ლურსმანაშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ის, როგორც დეპუტატი მიესალმება შინგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებს და ” რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს, უფლებადაცული როგორც მომხმარებლების, ასევე სხვადასხვა უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში”, თუმცა ამის შემდეგ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა:

“მაგრამ როგორც მოქალაქე,  მე ვითხოვ კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და “პიდარასტების მიერ” – თქვა დეპუტატმა.

იტვირთბა....