aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

LIVE: რა ხდება კანცელარიის წინ – ლგბტ თემის მხარდამჭერები და აქტივისტები შეიკრიბნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში კანცელარიანსთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღინიშნავენ

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Donnerstag, 17. Mai 2018

სპეციალურად აქციიდან: “მეტრონომი”

ჰომოფიბიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთადორისო დღესთან დაკავშირებით აქცია იმართება სახელმწიფო კანცელარიასთან.

ლგბტ აქტივისტი ანა სუბელიანი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ დღევანდელი დღე უდიდესი გამოწვევაა, ხოლო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკუთვნის.

“დღეს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რაც ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. ადამიანები საკუთარი გენდერული იდენტობის გამო დღის შუქზე გამოსვლას ვერ ახერხებენ. ამავდროულად 17 მაისი გამხატვის თავისუფლების ერთგვარი სიმბოლო გახდა. ჩვენ გვახსოვს ბოლო წლებში განვითარებული ტრავმული მოვლენები და ახლა ჩვენ ვართ ერთგვარ გარდამტეხ მომენტზე. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ და დავიბრნოთ ის სივრცეები, რომლის წართმევასაც ცდილობენ. ახლაც ცდილობს ხელისუფლება სამოქალაქო აქტივიზმს ებრძლოს. ჩვენ ამ თამაშს არ უნდა წამოვეგოთ.

რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ორგანიზაციის გადაწყვტილებით დღევანდელი აქცია გაუქმდა. ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ. მით უფრო, ამ დღეებში ხელისუფლებისგან დიდი ძალადობა გამოვიარეთ. მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც თავად იღებენ პასუხისმგებლობას და ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენ დღეს აქ გამოვულიყავით”, – განაცხადა სუბელიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები სახელმწიფო კანცელარიასთან ამრთვენ აქციას.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....