aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვიჩია: ” უცნაურია შიდა გაურკვევლობა რომელიც აქციის ორგანიზატორებს შორის არსებობს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც კლუბი “ბასიანის” დარბევით დაიწყო, ახალი პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” წარმომადგემელია, იაგო ხვიჩიამ “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, რომ გაუგებრობა აქციის ორგანიზატორებს შორის არსებობს.

“იმდენად ბევრი რამე არ ვიცი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, რომ მიჭირს გადაჭრით რამის თქმა. უცნაურია შიდა გაურკვევლობა რომელიც აქციის ორგანიზატორებს შორის არსებობს. პირობითად საინტერესოა რამ წარმოშვა ეს ყოველივე, არ ვიცით ორივე მხარის არგუმენტები, რომ უცნაურად იქცეოდნენ პოლიტიკოსებთან მიმართებაში (პოლიტიურ აქციაზე გაიძახოდნენ რომ პოლიტიკოსები არ გვინდაო) , მოკლეთ ბევრი უცნაურობაა და ამიტომ არ მინდა ჩემი არაინფორმაციულობით რამე ზედმეტი ვთქვა, ამიტომ ვცდილობ რომ თავი შევიკავო და ძალიან მოზომილი ვიყო. ერთი შეხედვიღ არ მომწონს სიტუაცია და მაინც მგონია რომ უარესიც შეიძება მომხდარიყო, აქედან გამომდინარე ზუსტად ვერ შევაფასებთ ყველა მონაწილის მოქმედებას სანამ დეტალურად არ გავიგებთ რაშია საქმე” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მან ასევე ისაუბრა, ბერას ახალ კლიპზე და მის როლზე დღევანდელ პოლიტიკაში

“ჩვენ ყველამ ვიცით რომ რასაც ბერა ამბობს ყველაფერი ახდება ხოლმე  და მისი არცერთი აზრის  წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს არც იმ ადამიანების გამოშვების და არც ამ კლიპის შინაარსის, ერთადერთი “ბასიანზე” შევარდნა , რომ იწინასწარმეტყველა ბერამ  ეს არ ვარგოდა.

უცანურია როცა ბერა წინასწარმეტყველებს ესეთ მოვლენებს,  მაგრამ თუ ლეგალიზება მოხდება და ნარკოპოლიტიკა წავა ასეთი მიმართულებით, მე ბერას საწინააღმდეგოს არ მოვითხოვ, მე ბერამდეც ვითხოვდი ლეგალიზაციას და ბერას შემდეგაც მოვითხივ. უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ, რადგან არ ვიცით რა პერიოდში ვართ, ჩვენთვის არავის აუხსნია ბერას როლი ამ პრიოცესში, შინაგან საქმეთა მინისტრის როლიი და სხვა.. ” – განაცხადა ხვიაჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ორ დღიანი საპროტესტო აქცია გუშინ ღამით დაიშალა, გიორგი გახარიას ბოდიშის შემდეგ.

იტვირთბა....