aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნათელაშვილი კლუბ “ბასიანზე”: რომ არ იყოს ივანიშვილთან დაკავშირებული დაწესებულება, მისი მფლობელები უკვე დაპატიმრებული იქნებოდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა კლუბ “ბასიანთან”  აქცია გამართეს. ნათელაშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდების გარდაცვალებაში დიდი წვლილი კლუბებს მიუძღვის, რადგან გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები ვარაუდობენ, რომ ნარკოტიკული საშუალებები კლუბებში შეიძინეს.

“ეს არის სიკვდილის ალაყაფი, სადაც გვიხოცავენ შვილებს – ღამის კლუბი “ბასიანი”, 15 ახალგაზრდაა დაღუპული ბოლო პერიოდში. რამდენიმეს პანაშვიდი ახლაც მიმდინარეობს. ეს რომ არ იყოს ივანიშვილთან დაკავშირებული დაწესებულება, აქამდე მისი მფლობელები იქნებოდნენ დაპატიმრებული, ეს კლუბი დალუქული და გამოძიება დაწყებული. თუ არ არის კავშირი ივანიშვილის ოჯახთან ამ სიკვდილის ცენტრის მიმართებაში, მაშინ 24 საათში დააპატიმრონ კლუბის მეპატრონეები, დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები და დაილუქოს ეს ახალგაზრდობის სახოცი დაწესებულება.”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მოძრაობა “თეთრი ხმაურის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში 2 ადამიანი ნარკოტიკის ზედოზირებით გამოწვეული მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ისინი საუბრობენ საქართველოში შემოტანილ ახალ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელიც, მომაკვდინებელია.

შსს-ს ინფორმაციით, ორ გარდაცვლილს, დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზები უკვე დაინიშნა.  პოლიცია ორივე შემთხვევას  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა განიხილება  ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილიც.

მანამდე, აპრილის თვეში,  ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ასევე 2 ადამიანი გარდაიცვალა. მიზეზი კვლავ ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდება.

იტვირთბა....