aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თამბაქოს მოსაწევი ადგილი გაკეთდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, 102-ე ჩასხდომის ხიდთან თამბაქოს მოსაწევი ადგილი გაკეთდა. ინფორმაციას “ტავ ჯორჯია” ავრცელებს.

მოსაწევი ადგილი სავენტილაციო სისტემით არის აღჭურვილი.

დღეიდან, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება/მოწევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობებში და აეროპორტის შიდა სარეჟიმო ტერიტორიაზე, გარდა სპეციალურად მოწყობილი მოსაწევი ადგილებისა იკრძალება.

ასევე ცნობილი ადგილები, სადაც არ იკრძალება თამბაქოს მოწევა.

შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და ის  მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.

კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს.  თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმას ადგილზე გამოწერენ.

ასავე გაკონტროლდება სატელევიზიო სივრცე, ახალი კანონპროექტის თანახმად, ეთერში სიგარეტის მოწევის ამსახველი კადრის გასვლის შემთხვევაში კადრის დაწყებამდე და დასასრულს სპეციალური გამაფრთხილებელი ვიდეორგოლით უნდა აჩვენონ.

იტვირთბა....