aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “საბჭოთა კავშირში შიმშილისა და გადარჩენის პრობლემა არ იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას NDI-ის კვლევის შედეგს აფასებს, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 42%-ს მიაჩნია, რომ სსრკ-ს დაშლამ საქართველოზე ცუდად იმოქმედა.

“ის, რომ გამოკითხულთა 42%-ს სსრკ-ს დაშლა უარყოფით ფაქტორად მიაჩნია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური რისკები მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ბევრი პრობლემა იყო, იქ მცხოვრებ ხალხს სოციალური სამართლიანობის განცდა ქონდათ.

მაშინ შიმშილისა და უმუშევრობის პრობლემა არ იყო. ხვალინდელი დღისა და გადარჩენის შიში არ იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურთ. იმიტომ, რომ იგივე ხალხი ამბობს, რომ ჩვენი მისწრაფება ევროკავშირისკენ უნდა იყოს. დღეს სოციალურ სამართლიანობას ევროკავშირში ხედავენ. ვიღაცები იმასაც ამბობენ როგორ შეიძლება ეს ორი ერთად იყოს, მაგრამ ეს თავსებადია. ადამიანები ღრმა ანალიზს არ აკეთებენ და მარტივად უნდათ კითხვებზე პასუხის გაცემა”, – აცხადებს ხუხაშვილი.

იტვირთბა....