aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაშურსა და მცხეთაში ავტობუსის გაჩერებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხაშურსა და მცხეთაში ავტობუსის გაჩერებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

ავტობუსის ორ გაჩერებას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მატარბელი გახდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერებები.

ორივე ობიექტი XX საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს 27 აპრილს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

იტვირთბა....