aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პირობას გაძლევთ”: ერეკლე კოდუა ბრალის დამძიმების შემდეგ საზოგადოებას მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მას შემდეგ რაც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილმა უფროსმა, ერეკლე კოდუამ, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდა, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური დევნის ობიექტი.

ის საზოგადოებას მიმართავს, რომ ვერ დააშინებენ და ვერავინ შეცვლის მის სურვილს, რომ სამშობლოს ემსახუროს.

“დღევანდელი მორიგი აბსურდული ფალსიფიცირებული საქმე ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ დასჭირდა მათი ფანტაზიის დამწიფებას 6 წელი. მე ძალიან ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მომეცა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი წვლილი შემეტანა კრიმინალთან ბრძოლაში და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში. ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც მკვლელობასაც არ ერიდებიდა საკუთარი მიზნების შესასრულებლად. დღეს მეორე რუსი ოლიგარქმა გადაწყვიტა შური იძიოს ჩემზე სწორედ ამის გამო. რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, რაც არ დააშინოთ ადამიანები, რაც არ უნდა გამოკეტოთ ციხეებში პატრიოტები, ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე და ქვეყანას მოსცილდება მოღალატე ხელისუფლება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული რუსი ოლიგარქი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას“, – წერს კოდუა „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. კოდუა მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზეც და 9 წელი აქვს მისჯილი. ასევე  ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“ მას 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იტვირთბა....