aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დემონსტრანტებს სომხეთის სპორტის მინისტრი შეუერთდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერევანში, ოპოზიციას სომხეთის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრაჩ როსტომიანი შეუერთდა და აქციაზე გავიდა და თანამდებობა დატოვა.

როსტომიანის თქმით, ის ოპოზიციის შეხედულებებს ეთანხმება და სომხეთის მთავრობის წინააღმდეგ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად ქუჩაში გადის. ამის შესახებ როსტომიანმა Facebook-ზე დაწერა.

ერევანში ოპოზიციის მომხრეები ცენტრალური მოედნისკენ მარშით მიემართებიან. მათთან ერთად არის ნიკოლ ფაშინიანიც. ცენტრალურ რაიონში მდებარე ყველა სამთავრობო დაწესებულებას პოლიცია აკონტროლებს.

დღეს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანსა და ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო თუმცა არ შედგა.

ფაშინიანი ითხოვს, რომ კარაპეტიანი მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს. მისი მოთხოვნაა ასევე დროებითი მთავრობის დანიშვნა, რომელსაც “ხალხის კანდიდატი” უხელმძღვანელებს. ამასთან, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ქვეყანას გაუძღვეს.

იტვირთბა....