aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკვე ცნობილია სად აიკრძალება მოწევა პირველი მაისიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირველი მაისიდან, „თამბაქოს შესახებ” მიღებული კანონპროექტის მიხედვით, მოწევის აკრძალვასთან ერთად, ყველა სახის თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა იკრძალება.

აკრძალვა შეეხება ფაქტობრივად ყველა დახურულ სივრცეს, გარდა, კერძო საცხოვრებელი ბინებისა (თუ ისინი ოფისებად არ გამოიყენება), კაზინოების და სიგარ-ბარებისა, სადაც მხოლოდ სიგარის მოწევა დაიშვება და არა სიგარეტის, ამასთან, აკრძალული იქნება საკვების გაყიდვა.

ასევე დაშვებულია თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში,  პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს უწყების ხელმძღვანელი, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ახალი რეგულაციით თამბაქოს მოწევა შესაძლებელია, კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და ის  მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს.  თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმას ადგილზე გამოწერენ.

ასავე გაკონტროლდება სატელევიზიო სივრცე, ახალი კანონპროექტის თანახმად, ეთერში სიგარეტის მოწევის ამსახველი კადრის გასვლის შემთხვევაში კადრის დაწყებამდე და დასასრულს სპეციალური გამაფრთხილებელი ვიდეორგოლით უნდა აჩვენონ.

იტვირთბა....