aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იზორია: “შეიარაღებულ ძალებში ხელფასების გაზრდას, ეტაპობრივად ვგეგმავთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ  შეიარაღებულ ძალებში ხელფასების გაზრდას ეტაპობრივად გეგმავს. იზორიას განმარტებით, ის დანაყოფები, რომლებიც საქართველოს მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან, უფრო მეტ ხელფასს მიიღებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“შემდგომ ეს გაგრძელდება მთლიანად შეიარაღებულ ძალებზე. წელს ვიწყებ ხელფასების მომატების პირველ ეტაპს. რაც შეეხება პრემიებს, ყველა ვინც მსახურობს შეიარაღებულ ძალებში, ჩვენგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ბიუჯეტში ხდება სამი მილიონის მობილიზება და ეს შეეხება ძირითადად მათ ოჯახებსა და პირად ინტერესებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გაცილების ცერემონიის შემდეგ.

 

იტვირთბა....