aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამაზ საყვარელიძე: “შესაძლოა, ძალადობის პროვოცირება თვითონ ქალმა მოახდინოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კვლევების მიხედვით, მსხვერპლი ძალადობის პროვოცირებბას ხშირად ახდენს. ქალებს უნდა ვასწავლოთ, როგორ არ უნდა აღმოჩნდნენ ძალადობის მაპროვოცირებელი, – განაცხადა ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

“ეს მენტორული საკითხი არ არის, რომ ვინც მოძალადეა, ცუდია, ხოლო ვინც მსხვერპლია, ყოველთვის სწორია. საკითხი მთლიანობაშია შესასწავლიც და მოსაგვარებელიც. ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში ურთიერთობა ყველამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

ფსიქოლოგის თქმით, ზოგადად, მამაკაცი ძალადობისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი და ამ თვალსაზრისით, უფრო მეტი სამუშაო მამაკაცთან არის.

 

იტვირთბა....