aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

109-ე ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს: პოლიციამ აქცია დაშალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე სკოლის აღსაზრდელების მშობლები აქცია კვლავ განაგრძობენ. მათ გზის გადაკეტვა კვლავ სცადეს. საბავშვო ბაღის წინ მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეაფერხეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა და მათი ნაწილი ისევ ბაღის ეზოსთან იმყოფება.

აღსაზრდელების მშობლების ბაღის დახურვასა და მის დანგრევას აპროტესტებენ. მათი ვარაუდით, ეს ტერიტორია უკვე გაყიდულია და შენობის ავარიულობა მხოლოდ მიზეზია.

მათივე განცხადებით, მშობლებს რომლებსაც სხვადასხვა ასაკის შვილები ჰყავთ, ბავშვების სხვადასხვა ბაღში გადანაწილებას სთავაზობენ, რაც მათთვის მიუღებელია. 109-ე ბაგა-ბაღის აღმზრდებელები დილიდან ბავშვებს არ იღებენ.

იტვირთბა....