aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სოფელ აძვიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი გაიტაცეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ აძვის ეკლესიიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი გაიტაცეს და ამ დრომდე მათი ოჯახის წევრებს ოკუპირებული ტერიტორიიდან არავინ დაკავშირებია.

“კურიერის” ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები ამბობენ,

ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზოროვი უკვე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

„ჩვენ ოსები არაფერს გვიშავებენ, მაგრამ ეს რუსები იტაცებენ ჩვენს მოსახლეობას და ასეთ დღეში ვართ. ბაღები მოყოლილია იქით და გვეშინია, რომ ჩვენი ბაღები დავამუშაოთ,“ – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელ აძვის გამგებელი, ტარიელ ბათიაშვილი, აღნიშნავს, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილთან ამ დრომდე რჩებიან.

ტარიელ ბათიაშვილის თქმით, დაზუსტებით არავინ იცის, რა მოხდა რეალურად და როგორ გაიტაცეს ორი ადგილობრივი ე.წ. მესაზღვრეებმა.

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ცხელი ხაზი უკვე ამოქმედებული და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

იტვირთბა....